Მამუკა ხაზარაძე

Ერთად დავიბრუნოთ საქართველო

წინდახედული ლიდერი ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საზოგადოების გაძლიერებაზე, რათა ააშენოს უფრო ძლიერი ქალაქი, რომელიც სარგებელს მოუტანს თითოეულ მაცხოვრებელს.

Საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა & Პოლიტიკური რეფორმა

„ლელოს“ მიერ პარლამენტში წარდგენილი  „საქართველოს დაცვის აქტის“ შესაბამისად, ლელო დაასრულებს რუსეთის მოქალაქეების შემოჭრას საქართველოში. ლელო შეაჩერებს რუსული გავლენის ზრდას, შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართული მიწის შეძენას, დააწესებს სავიზო რეჟიმს და უზრუნველყოფს საქართველოს სვლას ევროპისკენ – ევროპული ცხოვრებისკენ.

Შრომის რეფორმა

სტაჟირების არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, „ლელო“ გარანტიას იძლევა, რომ უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს ექნება ღირსეულად ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც საშუალებას მისცემს, განივითაროს პრაქტიკული უნარები და დაიწყოს წარმატებული კარიერა.

Გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

„ლელო“ ოთხ წელიწადში დაასრულებს ანაკლიას და სხვა მნიშვნელოვან მეგაპროექტებს, რითაც შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ლელო“ ააშენებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას „მწვანე მშენებლობის“ ტექნოლოგიებით და შექმნის  გარემოს, რომელიც განავითარებს ქართულ ბიზნესს ევროპული სტანდარტებით.

Საპენსიო რეფორმა

„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსია გახდება 1000 ლარი და დარეგულირდება მისი ყოველწლიური ზრდა ეკონომიკის განვითარების პარალელურად.

Ერთად შევცვალოთ საქართველოს მომავალი!

ბიოგრაფია

პოლიტიკური ცხოვრების გზაზე, ჩემი მთავარი მიზანი – საქართველოს გაერთიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროკავშირში შესვლაა.

იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, მთავარია რწმენა და დაუღალავი შრომა.

ჩვენი ვალია, ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენს მომავალ თაობას, ფეხზე დამდგარი საქართველო გადავაბაროთ.

ჩვენ აუცილებლად დავდებთ გამარჯვების ლელოს.

მამუკა ხაზარაძე:

პოლიტიკოსი. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული. არის “თიბისი” ბანკის, „ბორჯომის“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, “ლისი დეველოპმენტის”, “ამერიკული აკადემიის” და სხვა მრავალი წარმატებული ორგანიზაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2019 წელს, გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, დააფუძნა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”.
ლელომ სწრაფად გაიარა წარმატების გზა, გაუსწრო ბევრ სხვა გამოცდილ პარტიას შედეგებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და გახდა მნიშვნელოვანი ოპოზიციური საპარლამენტო ძალა.

მამუკა ხაზარაძე პარტიის თავმჯდომარედ მეორე ვადით 2023 წლის დეკემბერში ლელოს ყრილობაზე აირჩიეს.

სრულად

საქმიანობა

მამუკა ხაზარაძე (დ. 29 დეკემბერი, 1966, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ინჟინერი, თიბისი ჯგუფისა და პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

დაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქალაქ თბილისში.

1988 წელს დაამთავრა “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

1998-2000 წლებში სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში.

1988-1990 წლებში იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი.

1991 წელს იგი იყო ფირმა „სანსის“ დირექტორი.

1992 წელს მან დააარსა თიბისი ბანკი. მისი პრეზიდენტობის დროს თიბისი საქართველოს უმსხვილესი ბანკი გახდა.

1999-2002 წლებში იყო საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე.

1997-2007 წლებში Მამუკა ხაზარაძე იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში.

2010 წლიდან იგი იყო “თბილისისა და ამერიკის აკადემიის გამგეობისა” და “ლისის ტბის განვითარების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

1995 წელს დააარსა IDS ბორჯომი საქართველო, სადაც პრეზიდენტის პოსტს იკავებამდე 2004 წლამდე, კერძოდ, “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” დაარსებამდე. ამჟამად არის კომპანიის პარტნიორი.

იყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1992-2019 წლებში.

2014 წელს Ernst & Young-მა გადასცა საქართველოს „წლის მეწარმის“ ჯილდო.

იყო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თავმჯდომარე” 2014-2019 წლებში, როდესაც დაიწყო პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოში.

2019 წელს, გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, მამუკა ხაზარაძემ დააარსა პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”.

2019 წლის დეკემბერში იგი “ლელოს” თავმჯდომარედ აირჩიეს.

2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ლელო საქართველოსთვის“.

სრულად

მიღწევები

1. 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სხვადასხვა სექტორში.

2. 100-მდე წარმატებული ბიზნესი სხვადასხვა ინდუსტრიაში.

3. 6 მილიარდ ლარამდე უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ქვეყნის მასშტაბით.

4. ინვესტიცია სოფელში – საერთაშორისო სტანდარტებით აღადგინა და ექსპორტზე გაიტანა ქართული ჩაი „გურიელი“.

5. აღდგენილი ღვინის წარმოება სხვადასხვა რეგიონში – „შატო მუხრანი“, „ვაზისუბნის მამული“, „ვარძიის ტერასები“.

6. „მიტარბის“ და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბაკურიანში.

7. აღდგენილი რკინიგზის სადგური და პირველი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“.

8. ჯამური ინვესტიციაა 1 000 000 000 ლარი.

9. დასაქმებულებისა და ბენეფიციარების რაოდენობა – 5 000 ადამიანი.

10. წალენჯიხაში გახსნილი იუვენტუსის აკადემია, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ ავარჯიშებენ მსოფლიოს წამყვანი მწვრთნელები.

11. წალენჯიხაში შენდება ნიკო კვარაცხელიას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლა და თეატრი.

სრულად

Განათლება და კულტურა

1. გივი ზალდასტანიშვილთან ერთად დაარსებული ამერიკული აკადემია; 700-მა კურსდამთავრებულმა 100 მილიონ ლარამდე სტიპენდია მოიპოვა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

2. დევნილებისათვის აშენებული თანამედროვე სტანდარტების სკოლა წეროვანში, რომელიც სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა – (მშენებლობის ბიუჯეტი – 5 მილიონი ლარი).

3. საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდა 99 დევნილი ოჯახი.

4. უწყვეტ რეჟიმში ხდება ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და დაფინანსება.

სრულად
სამუშაო ადგილი სხვადასხვა სექტორში
0 +
წარმატებული ბიზნესი სხვადასხვა ინდუსტრიაში
0 +
ლარი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ქვეყნის მასშტაბით.
0 b+
დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ბინებით.
0

Შემოუერთდი მოხალისეების გუნდს

ჩვენი მიზანია შენი გამარჯვება!