დაიბრუნე საქართველო

აირჩიე Მთავრობა, რომელიც ემსახურება საქართველოს და არა რუსეთს!

მოგესალმებით "ლელოს" ვებგვერდზე!

ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა ე.წ. „რუსული კანონი“ და ამით დაადასტურა, რომ ის ზრუნავს პუტინისა და რუსეთის დახმარებაზე და არა ქართველებზე. რუსი ერის შემოდინება საქართველოში ხელს უწყობს ფასების ზრდას, სამუშაოების შემცირებას, საკუთარ ქვეყანაზე კონტროლის დაკარგვას. ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომლის მიერ შემოღებული კანონმდელობაც საქართველოს განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ცვლილებების დროა – ჩვენი „მარშალის გეგმა“ მოიცავს სამ დიდ პროექტს, რომელთა განხორციელებაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.

"ლელოს" სამი დიდი პროექტი საქართველოსთვის

გაეცანი სრულად „ლელოს“ „საქართველოს დაცვის აქტს“ – შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, შევზღუდოთ რუსების მიერ ქართული მიწის დასაკუთრება და შევამციროთ მათი გავლენა ჩვენს ქვეყანაში.

პენსია გახდება 1000 ლარი და დარეგულირდება მისი ყოველწლიური ზრდა ეკონომიკის განვითარების პარალელურად.

ჩვენი მიზანია, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები: ქართული ოცნების პოლიტიკამ საქართველო იმ 200 000 სამუშაო ადგილის გარეშე დატოვა, რომელიც განვითარების ნორმალური ზრდის პირობებში უნდა გვქონოდა. „ლელოს“ შეუძლია, ქართული ოცნების ეს უდიდესი შეცდომა გამოასწოროს ანაკლიის პროექტისა და სხვა მეგაპროექტების დასრულებით და შექმნას 200 000 ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენი პრიორიტეტია ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებული „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვა; გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირება ყველა კურსდამთავრებულისთვის. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას ქართველებისთვის და არა რუსებისთვის!

საქართველოს დაცვის აქტი

მარშალის გეგმა სრულად

01. ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება.

02. დაიცავს სამუშაო ადგილებს ქართველებისთის

03. ზღუდავს რუსების მიერ მიწის შესყიდვას

04. კრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაციას ან შემოსვლას

05. კრძალავს რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას

06. უწესებს “საოკუპაციო მოსაკრებელს” რუსულ ბიზნესებს:

07. ხელახლა აწესებს აკრძალვას პირდაპირ ფრენებზე რუსეთთან

08. კრძალავს საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას

09. კრძალავს რუსულ ფონდებს

ლელო

ლელოს შესახებ

Მისია

„ლელოს“ მისიაა მდგრადი ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის შექმნა ახალი დროის გამოწვევების საპასუხოდ, დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურის დანერგვა, რადგან გვწამს, რომ დემოკრატია, სახელმწიფოს განვითარება და მოქალაქეთა კეთილდღეობა მხოლოდ სამოქალაქო თანხმობით არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში და დაადგეს აღმავლობისა და წინსვლის შეუქცევად გზას.

Ხედვა

ჩვენ გვწამს, რომ პატრიოტიზმი, თავისუფლება, ეროვნული და სამოქალაქო ღირებულებები ერთმანეთს ავსებს და სახელმწიფოს საძირკველს წარმოადგენს. ვერთიანდებით თავისუფლების, განვითარებისა და პატრიოტიზმის იდეალებით, რათა ქვეყანამ დაძლიოს მრავალმხრივი კრიზისი და გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დავიბრუნოთ საქართველო!

მიზნები

ჩვენი მიზანია ახალი ეპოქისათვის მომზადებული ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა; ჩვენი მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ამისათვის საქართველოს უმოკლეს დროში ევროპულ კავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ჩვენი მიზანია შენი გამარჯვება!

ლელო

წინაასარჩევნო კამპანია

00 00 00 00

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024

რეგიონები

No data was found

ლელო

სტატიები

ლელო

Ერთად გავიმარჯვებთ. შემოგვიერთდი!