სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი უმოკლეს დროში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც მის მიმართ ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებულ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს მოჰყვა.

საქმე ეხება კობახიძის ბრალდებას, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო.
აღნიშნული განცხადება კობახიძემ 10 სექტემბერს მას შემდეგ გააკეთა, რაც „ლელოს“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოითხოვა.

ქართულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძის სარჩელი არც კი განიხილა, რის შემდეგაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში შევიდა, რომელმაც ის უმოკლეს დროში წარმოებაში მიიღო.

სხვა სტატიები