მამუკა ხაზარაძე ალტერნატიული ცენტრის შესახებ

ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.

მამუკა ხაზარაძე:

„მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ასოცირებული ვიყო ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მეტ დეტალს ახლა, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.

“ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სიაში არ იქნება – მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

“ლელოს” ლიდერი პრეზიდენტის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონსოლიდაციისკენ მიმართულ პროცესში პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურაა.
„მოწადინებული ვართ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისკენ, იმიტომ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ყველა ნამდვილი პატრიოტული, ეროვნული ძალების – ევროპული ძალების გაერთიანების დრო დადგა“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

სხვა სტატიები